22 | 08 | 2017

მუნიციპალიტეტის გამგებელი დედა სარას ესტუმრა

ნიგვზიანის სამოსანტრო კომპლექსში მცხოვრებ დედა სარას დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიგვზიანში თავის წარმომადგენელთან, ირაკლი გუჯაბიძესთან ერთად, პირადად ესტუმრა და პრობლემებით დაინტერესდა.
უნდა ითქვას, რომ დედა სარა ხელსაქმითაა დაკავებული და საცხოვრებელ სახლს მიერ მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნივთები და პანო ამშვენებს.
ბატონი ზაზა დაინტერესდა რა პრობლემები აქვს ამ ეტაპზე მონაზვნებს და როგორ შეიძლება მათი აღმოფხვრა. დედა სარამ არსებული ვითარება გააცნო, ისაუბრეს სამომავლოდ ეზოსა და საცხოვრებელი სახლის უკეთ მოწყობაზე, რადგან ამ ადგილს ტურისტები ხშირად სტუმრობენ, მონაზვნის მიერ შესრულებული ნამუშევრებით ინტერესდებიან და მისაღები ოთახი ხანდახან სტუმრებს ვერ იტევს. გამგებელი მონაზვნებს ყოველ მხრივ დახმარებას დაპირდა.
"დიდი მადლობა, რომ ასეთ მზრუნველობასა და ყურადღებას იჩენთ ჩვენს მიმართ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ" - დალოცა დედა სარამ სტუმრები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია