19 | 10 | 2017

ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე იმსჯელეს

დღეს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების ირგვლივ იმსჯელეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა. საკითხები - „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ და „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“, ბიუროს გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვილმა გააცნო. სხდომაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგნელობების ცვლილებას ეხება. საკითხის ,, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ეკომიგრანტების 2017-2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ მომხსენებელმა რომან ბიწაძემ ისაუბრა. მისი თქმით, სტრატეგიული გეგმა შემუშავდა ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კომპანია“-ს ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური სახსრებით,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით. აღნიშნული პროექტის ზოგადი მიზანი გახლავთ, სამოქალაქო საზოგადოების, ბენეფიციარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტებისა და შესაძლო ეკომიგრანტების საცხოვრებელი, ადგილობრივ თემთან ინტეგრაციის, სოციალ - ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას საშუალო ვადიან პერსპექტივაში. ბიურომ განიხილა საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის, გიორგი ფაცურიას განმარტებით, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, განისაზღვრა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ახალი განაკვეთები, რამაც განაპირობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შეცვლა და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მანვე ისაუბრა საკითხების შესახებ- „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. დღის წესრიგის ბოლოს საკითხზე, რომელიც ბიუჯეტში განსახორცილებელ ცვლილებას შეეხება, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ გააკეთა განმარტება. დღის წესრიგით განსაზრვრული საკითხები შემდგომი განხილვისთვის გადაეგზავნა საკრებულოს შესაბამის კომისიებსა და ფრაქციებს. ბიუროს სხდომაზე საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძემ გააკეთა განმარტება, რომ საკრებულოში ომარ გოგიჩაიშვილის თავმჯდომარეობით შეიქმნა ფრაქცია სახელწოდებით, ,,ლანჩხუთი უკეთესი მომავლისაკენ“, რომლის შემადგენლობაში გახლავთ ადამ ხუხუნაიშვილი და ნიკოლოზ იმნაძე. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის 27 იანვარს, 11.00 საათზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა