24 | 08 | 2017

ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის თავმჯდომარე რომან ბიწაძემ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები ამავე კომისიის წევრებთან ერთად განიხილა.
საკითხის ,, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ეკომიგრანტების 2017-2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ რომან ბიწაძემ ისაუბრა. მისი თქმით, სტრატეგიული გეგმა შემუშავდა ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კომპანია“-ს ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური სახსრებით,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით. აღნიშნული პროექტის ზოგადი მიზანი გახლავთ, სამოქალაქო საზოგადოების, ბენეფიციარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტებისა და შესაძლო ეკომიგრანტების საცხოვრებელი, ადგილობრივ თემთან ინტეგრაციის, სოციალ - ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას საშუალო ვადიან პერსპექტივაში.
სხდომაზე განიხილეს საკითხი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,უკთესი ლანჩხუთისათვის“ შექმნის თაობაზე. როგროც სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, ახალ ფრაქციას საკრებულოს წევრი ომარ გოგიჩაიშვილი უხელმძღვანელებს.
კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია