21 | 08 | 2017

ფრაქციის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს გამართულ ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის“ სხდომაზე , თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძემ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები ფრაქციის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.
საკითხის ირგვლივ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, ფრაქციამ გარკვეული შენიშვნები გამოთქვა.
ასვე განიხილეს საკითხი ,, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ - კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ . წარმოდგენილი საკითხების ირგვლივ შეკითხვებს გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვლმა უპასუხა.
სხდომაზე ასევე განიხლეს საკითხი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ეკომიგრანტების 2017-2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ , რომლის შესახებ საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძემ ისაუბრა. 
ფრაქციამ ასევე დღის წესრიგით განსაზღვრულ დანარჩენი საკითხების ირგვლივ იმსჯელა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია