26 | 06 | 2017

ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოქმედ ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

ნიგვზიანისა და ხაჯალის ბაგა-ბაღებში არსებულ ვითარებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ტაბიძე, გამგებლის წარმომადგენელ- ირაკლი გუჯაბიძესთან ერთად გაეცნო.
სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის, დავით წულაძის ინფორმაციით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ბაგა-ბაღებში ჩატარდა სადეზინფექციო-სადერატიზაციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარით შეიწამლა და დამუშავდა სააღმზრდელო ჯგუფები, საძინებლები,სამზარეულო და სველი წერტილები, 
მისივე განცხადებით, ყველა ის პროდუქტი, რომლითაც მარაგდება ბაგა-ბაღები აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. განსაზღვრულია ბავშვებისთვის რეკომენდებული საკვების დღიური რაოდენობა და ულუფები. 
ბაგა-ბაღები მომარაგდა ზამთრის სათბობი ალტერნატიული შეშითა და თხევადი გაზით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია