23 | 10 | 2017

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს გამართულ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე თავმჯდომარე ალექსანდრე სარიშვილმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები კომისიის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.
კომისიამ განიხილა საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ . საკითხის შესახებ მომხსენება საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური სამსახურის უფროსმა, როლან ლაშხიამ გააკეთა. ,,განხილული იქნა სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორის ადმინისტრაციიდან 2016 წლის 14 ნოემბრის გადმოგზავნილი წერილი, რომელიც ეხებოდა ანალიტიკური პროგრამით აღჭურვილი ვიდეო კამერებით განთავსების დაფინანსების საკითხს 49000ლარის ოდენობით. განხილვის შედეგად მიზანშეწოლილად ჩაითვალა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნეს 30000 ლარი, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით გაიზარდოს ვალდებულებების კლება 32375 ლარით, ხოლო აღნიშნულის ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფაზე მიიმართოს 2017 წლის 1-ელი იანვრისათვის არსებული ნაშთი”. 
მისივე თქმით, საქართველოს მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში იგეგმება შეღავათიანი სესხის აღება 2 ნაგავმზიდი მანქანის შეძენის მიზნით.

კომისიამ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ იმსჯელა.

სხომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული სხვა საკითხებიც განიხილეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა