17 | 12 | 2017

ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა დაბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომის თავმჯდომარე გიორგი ჩახვაძემ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები კომისიის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.
კომისიამ იმსჯელა საკითხების შესახებ, რომლებიც სოციალური დახმარებისა მიღების წესსა და სოც-კულტურული ღონისძიებების დაფინანსების წესს ეხება. წარმოდგენილი პროექტის ირგვლივ კომისიის წევრების შეკითხვებს გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვილმა უპასუხა.
კომისიამ ასევე განიხილა საკითხი, 
,, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ეკომიგრანტების 2017-2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ . 
მომხსენებელის, რომან ბიწაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ზოგადი მიზანი გახლავთ, სამოქალაქო საზოგადოების, ბენეფიციარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტებისა და შესაძლო ეკომიგრანტების საცხოვრებელი, ადგილობრივ თემთან ინტეგრაციის, სოციალ - ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას საშუალო ვადიან პერსპექტივაში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა