24 | 08 | 2017

ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა. ვინაიდან კომისიას თავმჯდომარე დროებით არ ჰყავს, რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ბესიკ ტაბიძის გადაწყვეტილებით, სხდომას ამავე კომისიის წევრი ელისო ჭიჭინაძე უძღვებოდა.
კომისიამ იმსჯელა საკითხების შესახებ - ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული საკითხის ირგვლივ შეკითხვებს გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი თამარ ფირცხალაიშვილი პასუხობდა. კომისიამ წარმოდგენილი პროექტის ირგვლივ შენიშვნები გამოთქვა. 
სხდომაზე განხილული იქნა სოც-კულტურული ღონისძიების პროგრამების დაფინანების წესი და ასევე საკითხი, ,, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ეკომიგრანტების 2017-2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ .

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია