22 | 08 | 2017

ფონდი „ქართუ“სარემონტო სამუშაოებს იწყებს

ფონდი „ქართუ“ ლანჩხუთში რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სარემონტო სამუშაოებს იწყებს.
ამასთან დაკავშირებით რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ ბოლქვაძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა. ბატონმა ნუგზარმა დამსწრე საზოგადოებას პროექტი წარუდგინა. მისი თქმით, სამუშაოები სავარაუდოდ, თვენახევარში დაიწყება. გარემონტდება შენობის მეორე სართული, სადაც მოეწყობა სამეანო- საოპერაციო, ახალშობილის რეამინიაციის, ქირურგიის, გასტეროსკოპიის, პოსტოპერაციული და ა.შ. კაბინეტები. სტაციონარი 20 საწოლზე იქნება გათვლილი. მოეწყობა გათბობისა და კონდიცირების თანამედროვე სისტემა. სამუშაოები 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ამ დროისთვის ადგილზე ამბულატორიული და სტაციონალური სერვისების სრული სპექტრია ხელმისაწვდომი, მათ შორის გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, რეანიმაცია, ქირურგია, თერაპია, ლაბორატორია, რადიოლოგია, ანტენატალური მეთვალყურეობა და „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა, ასევე დანერგილია C ჰეპატიტი მართვის სახელმწიფო პროგრამა.
შეხვედრის დასასრულს პროექტს სიმბოლურად ხელი მოეწერა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია