24 | 08 | 2017

მუნიციპალიტეტის გამგებელმა საბავშვო ბაღები მოინახულა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ჩიბათის, ლესის, ჯურუყვეთისა და მაჩხვარეთის საბავშვო ბაღები დაათვალიერა. ახალი წლიდან კვების რაციონში ცვლილებაა, პედიატრების რჩევით მენიუს იოგურტი, ძვირადღირებული ცხოველური წარმოშობის კარაქი, თევზი და ბანანი დაემატა. წელს საბავშვო ბაღებში 1300 ბავშვია რეგისტრირებული. ლესის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლიდან ახალ ბაღში მოუწევთ სწავლა. მშენებლობა დაწყებულია და მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება. „-ჩემთვის მნიშვნელოვანია მომავალ თაობას განსაკუთრებული პირობები შევუქმნათ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. დღეს საბავშვო ბაღები ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი და ყველა იმ რჩევას ვითვალისწინებთ, რასაც პედიატრები კვებასთან დაკავშირებით გვთავაზობენ“-განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია