22 | 10 | 2017

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) გამართა შეხვედრა

დღეს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) გამართა შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში. შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელები მართავდნენ. ფილიალის წარმომადგენელმა ნათია აფხაზავამ და პროექტის ,,დაცული მომხმარებლის“ მენეჯერმა გიორგი ავაზაშვილმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს , მათ იმ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს , რომლებიც პროექტის „რას მოუტანს ასოცირების ხელშეკრულება ქართველ მომხმარებლებს" – ფარგლებში გამოვლინდა. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი, რომლის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი. პროექტის მიზანია გურიისა და აჭარის ტურისტულ ზონებში სერვისის მიმწოდებელთა და ამ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის სამართლებრივი რეგულაციების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და გამგეობის თანამშრომლები. აღნიშნულ შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო გამგებლის პირველი მოადგილე ბატონი ნუგზარ ცინცაძე.ბატონმა ნუგზარიმ აღნიშნა, რომ ღონისძიება კარგად იყო მომზადებული და წარიმართა მაღალპროფესიულ დონეზე,მან მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს ქალბატონ ნათია აფხაზავას,ბატონ გიორგი ავაზაშვილს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა