19 | 12 | 2017

მოქალაქეებმა საკრებულოს ინიციატივით მიმართეს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ტაბიძემ მოქალაქეების განცხადება პეტიციის ინიცირების დაწყების თაობაზე მათთან ერთად განიხილა.
მოქალაქეების სურვილია, რომ პეტიციის წესით შემდეგი საკითხების ინიცირება მოახდინონ: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სოფლებში (ჯურუყვეთი, ჩიბათი და ნიგვზიანი) სანაგვე ურნებს მომსახურებით უზრუნველყოფა;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, დაბის ტერიტორიიდან, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა სოფელში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის გაზრდის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ მამათში, მდინარე სუფსაზე საყანე ფართობებთან დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის საკითხის გადაწყვეტა;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებშ არსებულ სოფლებში (ხაჯალია, ჩიბათი, ნიგვზიანი) სადრენაჟო სისტემის მოწყობის საკითხის გადაწყვეტა;
საკრებულოს თამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მოქალაქეებს მხარდაჭერა აღუთქვა. პეტიცია ორგანული კანონის ,, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 120-ე მუხლის შესაბამისად წარიმართება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა