15 | 10 | 2019

„ლანჩხუთი პირველი მუნიციპალიტეტია ქვეყნის მასშტაბით, სადაც ჩაის რეაბილიტაციის ინიციატორი ადგილობრივი ხელისუფლებაა“

ამის შესახებ განცხადება საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ 23 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, ჩიბათში 4 ჰა–ზე ჩაის პლანტაციას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. საქართველოში დიდი ყურადღება ექცევა ჩაის რეაბილიტაციას, მაგრამ თუ სხვაგან ამ საქმეში ინიციატორები ბიზნესმენები და კერძო პირები არიან, ლანჩხუთი პირველი მუნიციპალიტეტია ქვეყნის მასშტაბით, სადაც ამ საქმის ინიციატორები ადგილობრივი ხელისუფლებაა, _ განაცხადა რევაზ ჩიტიძემ.

 

საკრებულოს სხდომაზე შვიდი საკითხი განიხილეს, მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეული მათგანის შესახებ. მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წესდების დამტკიცების, ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილების, მაჩხვარეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუნმერეს ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, კარგი ტენდეციაა სოფლებში ქუჩებისთვის სახელწოდებების მინიჭება. აქამდე არსებობდა მოსახლეობის მიერ სახელშერქმეული უბნები, რომლებიც ერთგვარ გაუგებრობას იწვევდა. ამიერიდან ყველა ქუჩას თავისი სახელი და ნუმერაცია მიენიჭება.

ერთ-ერთი საკითხი იყო ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ა(ა)იპ ლანჩხუთის აგრობიზნეს ცენტრის დირექტორის, გელა ზოიძისგან მოისმინეს: თურქულ შპს „სერაფის“ 10 წლიანი იჯარით გადაეცა ჩიბათის ყოფილი კულტურის სახლის შენობა, რომელიც მუნიციპალიტეტმა მათ ორგანიზაციას გადასცა, რადგან იქ თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნას. აქ წლის განმავლობაში 800 ტონა თხილი გადამუშავდება და 80-85 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.

სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) კონკურსის ძირითად პირობებში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავამ წარმოადგინა.

კონკურსის ძირითადი პირობების დამდგენ კომისიაში ნამუშევრების მიღების ვადაა 2 აპრილიდან 30 აპრილის 18 საათის ჩათვლით. ხოლო გამარჯვებული 15 მაისს გამოვლინდება.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია