22 | 08 | 2017

ფრაქციათა გაერთიანებამ სხდომა გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა გაერთიანების სხდომა გაიმართა. დღის წერიგით განსაზღვრული საკითხები სხდომის თავმჯდომარე გიორგი ჩახვაძემ წევრებთან ერთად განიხილა.
ფრაქციათა გაერთიანებამ სოციალური დახმარების გაცემის წესსა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იმსჯელა.
სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი ,
,, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ეკომიგრანტების 2017-2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ .
მომხსენებელის, რომან ბიწაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ზოგადი მიზანი გახლავთ, სამოქალაქო საზოგადოების, ბენეფიციარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტებისა და შესაძლო ეკომიგრანტების საცხოვრებელი, ადგილობრივ თემთან ინტეგრაციის, სოციალ - ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას საშუალო ვადიან პერსპექტივაში.
სხდომაზე ასევე ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილების შესახებ იმსჯელეს. წარმოდგენილ საკითხს კოალიციამ მხარი დაუჭირა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია