22 | 08 | 2017

საკრებულომ დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხების ირგვლივ იმსჯელა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრლებელი ბესიკ ტაბიძე უძღვეოდა. საკრებულომ დაამტკიცა დადგენილებები - „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ; „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ - კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ . აღნიშნულ საკითხებზე მოხსენება გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა გააკეთა. საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება ,, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ეკომიგრანტების 2017-2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული საკითხის ირგვლივ სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, სტრატეგიული გეგმა შემუშავდა ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კომპანია“-ს ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური სახსრებით,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით. ასევე საკრებულომ დაამტკიცა ცვლილებები განკარგულებებში. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების შემადგენლობამ კორექტირება განიცადა. დღის წესრიგით განსაზღვრულ დანარჩენ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ,,სხვადასხვა“ საკითხის ფორმატში დეპუტატებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. მათ შეკითხვებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ უპასუხა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია