20 | 10 | 2017

დილიდან ინტენსიურად თოვს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

დილიდან ინტენსიურად თოვს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.მაღალმთიან სოფლებში თოვლის სიმაღლე 40 სანტიმეტრს აღწევს. ჩოჩხათში, მამათსა და აცანაში დაწყებულია შიდა გზების გაწმენდა. ტექნიკური მარილი იყრება ცენტრალურ გზაზე. დილიდან მუნიციპალიტეტის სოფლებში გასულია გამგეობის შესაბამისი სამსახურების უფროსები და ადგილზე ამოწმებენ შექმნილ მდგომარეობას. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ ერთეულებში გასულია ა ა იპ "ტექსერვისის თანამშრომლები", რომლებიც მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა