24 | 08 | 2017

შეხვედრა უახლოეს დღეებში კვლავ განახლდება

30 იანვარს  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილე ბატონ ნუგზარ ცინცაძესთან ერთად სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით განისაზღვრა ის ძირითადი საკითხები, რომელიც შეტანილია ნარჩენების მართვის შემუშავებისათვის სამუშაო გეგმაში.პროექტს ახორციელებს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველო“, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრაზე განიხილეს საკითხები ნარჩენების მართვის ხუთწლიანი მუნიციპალური გეგმის შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ნარჩენების მართვა ეხება ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ მასალებს და მათი გავლენა მიმართულია მათი ჯანმრთელობაზე, გარემოზე ან ესთეტიკურ მდგომარეობაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებისკენ. სწორედ ამ გეგმის შესახებ იმსჯელა სამუშაო ჯგუფმა. მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და ჯგუფის წევრებს შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდა ექსპერტმა, დირექტორმა აკაკი ფაჩულიძემ,რომელიც

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი აკაკი ფანჩულიძე შეხვედრას მუშა ჯგუფთან უახლოეს დღეებში კვლავ განაახლებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია