26 | 06 | 2017

გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგად ჩახერგილი შიდა მიმოსვლის გზების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს.
„დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში უკვე შვიდი ერთეული ტექნიკა მუშაობს. გზები იწმინდება აცანაში,აკეთში, მამათსა და ჩოჩხათში, სადაც თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. ჭანჭათში კი უკვე ასულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდა. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რითაც შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება“- აღნიშნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
ამჟამად გამგებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაზე იმყოფება, რომლებმაც მუნიციპალიტეტს ტექნიკითი დახმარება აღუთქვეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია