21 | 08 | 2017

უახლოეს დღეებში გაიმართება ბრიფინგი

1 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილე ბატონ ნუგზარ ცინცაძესთან ერთად სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით განისაზღვრა ის ძირითადი საკითხები, რომელიც შეტანილია ნარჩენების მართვის შემუშავებისათვის სამუშაო გეგმაში.პროექტს ახორციელებს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველო“, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრაზე განიხილეს საკითხები ნარჩენების მართვის ხუთწლიანი მუნიციპალური გეგმის შესახებ. სწორედ ამ გეგმის შესახებ იმსჯელა სამუშაო ჯგუფმა. მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და ჯგუფის წევრებს შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდა ექსპერტმა,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა აკაკი ფანჩულიძემ.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. აღნიშნულის შესახებ უახლოეს დღეებში გაიმართება ბრიფინგი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია