მარიამ ურუშაძეს ფულადი ჯილდო გადაეცა

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 13:04

დღეს სატელევიზიო პროექტ ნიჭიერის ფინალისტ მარიამ ურუშაძეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ წახალისების მიზნით ფულადი ჯილდო 1000 ლარი გადასცა. მარიამმა წარმატებით გაიარა პროექტის შესარჩევი ეტაპი და ნახევარფინალი, ხოლო 2017 წლის 30 იანვარს, „ნიჭიერის“ ფინალურ კონკურსზე წარმატებით გამოვიდა. ბატონმა ზაზამ პატარა ქალბატონს წარმატებები უსურვა. მარიამმა კი თავის მხრივ, პირობა დადო, კიდევ ბევრჯერ ასახელებს ლანჩხუთსა და ლანჩხუთელებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.