18 | 12 | 2017

საკრებულოს წევრები მოსახლეობას შეხვდენენ

გუშინ  ლანჩხუთის მუნიცპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ტაბიძე, საკრებულოს წევრები რომან ბიწაძე და დარეჯან ბურჭულაძე დუმბაძის და ნათლისმცემლის ქუჩების მოსახლეობას შეხვდენენ.

მოსახლეობის განცხადებით, დუმბაძის ქუჩაზე გასულ წელს მოეწყო სანიაღვრე არხები, თუმცა გზის საფარი მოსაწესრიგებელია, რაც გადაადგილების სირთულეს ქმნის, განსაკუთრებით კი უამინდობის დროს. მათი თხოვნაა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შავი საფარის დაგება, როგორც 2017 წლის პროექტით არის გათვალისწინებული.
რაც შეეხება, ნათლისმცემლის ქუჩას, მოსახლეობის თხოვნაა, მოეწყოს სანიაღვრე არხები, რაც პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებს. 
საკრებულოს წევრებმა მოსახლეობას დახმარება აღუთქვეს. 
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ტაბიძემ ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან, ევგენი ჩიჩუასთან ერთად განიხილა აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლების მოთხოვნები. დეპუტატების განცხადებით, აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრა ეტაპობრივად მოხდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა