26 | 06 | 2017

სახიფათო ნარჩენები და მათგან გამოწვეული საფრთხეები

13 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მთავრი თემა: „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენები (კერძოდ, ქლორის, ძველი რეზერვუარები და ვადაგადასული ქიმიკატები) და მათი საშიში ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე“ გახლდათ.
ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ პროექტის კოორდინატორმა გიორგი სერგეენკომ ისაუბრა.
შეხვედრის ორგანიზატორი ა(ა)იპ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა გახლდათ. პროექტი ხორციელდება არასამთვარობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მხარდაჭერით.
შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია