18 | 12 | 2017

ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს გამართულ საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე, თავმჯდომარე რომან ბიწაძემ დღის წესრიგი კომისიის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.
კომისიამ გამგეობის შიდა აუდიტისა და იურიდიული სამსახურების 2016 წლის ანგარიშები ამავე სამსახურების უფროსებისგან მოისმინა.
როგორც შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა გია ნაჭყებიამ აღნიშნა, სამსახურის მიერ შესრულებული იქნა ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2015 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, ,,სოფლის განვითარების პროგრამებისა“ და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები. ასევე სამსახურის მიერ შემოწმებული იქნა მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპ-ები და ასევე სხვადასხვა სახის განცხადებები.
სხდომაზე განხილულ იქნა საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივა. 
ასევე განხილეს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკთხთა და ეთიკის კომისიის ინიციატივა, ედუარდ შევარდნაძის სახლმუზეუმის შექმნის შესახებ. 
როგორც კომისიის წევრებმა აღნიშნეს, მუზეუმის შექმნით გაიზრდება მუნიციპალიტეტის ცნობადობა, რაც ტურიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქება. 
კომისიამ დღის წესრიგით განსაზღვრული დანარჩენი საკითხებიც განიხილა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა