19 | 12 | 2017

მოსახლეობის საყურადღებოდ!

„არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი“ გეგმავს რეგულარული კონსულტაციების გამართვას ქალაქ ლანჩხუთში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სპეციალობის მაღალკვალიფიციური ექიმები:
რეპროდუქტოლოგი,მეან-გინეკოლოგი თამარ დიაკონიძე
ენდოკრინოლოგი ნანა ლევიძე 
უროლოგ-ანდროლოგი გიორგი ნადარეიშვილი
პირველი უფასო კონსულტაციით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ისარგებლებენ 25 თებერვალს დილის 10 საათიდან 18:00 -მდე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ლანჩხუთის კლინიკის შენობაში (ყოფილი ცენტრალური საავადმყოფო),ხოლო შემდგომი კონსულტაციები იქნება შეღავათიან ფასებში.
მსურველთა ჩაწერა შესაძლებელია წინასწარ, შემდეგ საკონტაქტო ნომერზე : 577 127 101

პაციენტებს კონსულტაციის მიღება შეუძლიათ შემდეგი დაავადებების დროს:
 უშვილობა
 ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ორსულობის მართვა
 თვითნებითი აბორტების მკურნალობა
 მენსტრუაციული ციკლის დარღვევები
 სქესობრივი განვითარების დარღვევები
 კლიმაქტერული სინდრომი
 საკვერცხეების პოლიკისტოზი
 ჭარბთმიანობა,აკნე,სებორეა
 ანდროგენების სიჭარბე
 ენდომეტრიოზი,ადენომიოზი
 საშვილოსნოს ღრუს პოლიპები
 საშვილოსნოსმიერი სისხლდენები
 საშვილოსნოს მიომა
 საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები
 საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია
 პაპ ტესტი,კოლპოსკოპია
 მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები-ვაგინიტი,ცერვიციტი,კოლპიტი,სალპინგოოოფორიტი,ენდომეტრიტი
 სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

ენდოკირინოლოგიური პათოლოგიები:
 დიაბეტი-შაქრიანი და უშაქრო
 გესტაციური დიაბეტი(ორსულთა)
 სიმსუქნე,მეტაბოლური სინდრომი,ინსულინრეზისტენტობა
 ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები(ჩიყვი)
 ჰიპერპორლაქტინემია

უროლოგიური და ანდროლოგიური პრობლემები მამაკაცებში:

 მამაკაცის უშვილობა
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 პროსტატიტი/ურეთრიტი
 შარდის შეუკავებლობა
 ვარიკოცელე
 შარდ-კენჭოვანი დაავადებები
 ერექტილური დისფუნქცია

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა