26 | 06 | 2017

მუნიციპალიტეტის გამგებელმა თათბირი გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე თხილის მავნებელთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებსა და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. დამსწრეთ ბატონმა ზაზამ საქართველოს მთავრობის მიერ თხილის მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები გააცნო.
„-თხილის მავნებელი აზიანებს მცენარეებს, მრავლწლიან და ერთწლიან კულტურებს. შეირჩევა მობილური ჯგუფები, რომლებიც გაივლიან შესაბამის სწავლებას, რათა პრაქტიკულად განახორციელონ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა ქიმიური მეთოდის გამოყნებით, დაიცვან პრეპარატთან დაკავშირებით უსაფრთხოების ნორმები. შემუშავებულია ერთობლივი გეგმა, რომელიც მავნებლის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას ითვალისწინებს. სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება.“_ განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ბატონმა ზაზამ დაავალა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს მკაცრი კონტროლი დააწესონ და მაქსიმალურად ხელი შეუწყონ დაგეგმილი ღონისძიებების სწორად და დროულად ჩატარებას.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია