18 | 12 | 2017

ნოდარ ძიმისტარიშვილს საპატიო ლანჩხუთელის წოდება მიენიჭა.

20 თებერვალს ცნობილი მოჭიდავის ნოდარ ძიმისტარიშვილის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ბატონი ნოდარი სოფლის სპორტსმენთა შორის საბჭოთა კავშირის ორ გზის და საქართველოს სამ გზის ჩემპიონი გახლავთ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. იგი 25 წლის განმავლობაში ლანჩხუთის სპორტული სკოლის მწვრთნელი იყო. აღზრდილი ჰყავს არაერთი თაობა და მათ შორის ბევრი ფალავანი.
ლანჩხუთის სპორტის მუზეუმის ხელმძღვანელის ბატონი მერაბ წულაძის ინიციატივით, წარმატებული სპორტსმენის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნა. შეიკრიბნენ ბატონი ნოდარის ოჯახის წევრები და მეგობრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეხიკოს ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რომან რურუა და სხვა ცნობილი ფალავნები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ იუბილარს განსაკუთრებულად მიულოცა დაბადების დღე, ლანჩხუთის საპატიო მოქალაქის მოწმობა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ასევე სპორტსმენს იუბილე მიულოცა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ. ღონისძიების დასასრულს ბატონმა რომან რურუამ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას იუბილარის დაფასებისათვის და აქვე აღნიშნა, რომ სასურველია მათ სხვებმაც მიბაძონ.
ღონისძიება მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართა, არაჩვეულებრივმა ჰანგებმა დამსწრე საზოგადოებას შესანიშნავი განწყობა შეუქმნა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა