21 | 08 | 2017

რვა მარტი სუფსის კულტურის სახლში

გუშინ, რვა მარტს სუფსის კულტურის სახლში რვა მარტი იზეიმეს.
ღონისძიებაზე, რომელზედაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ფირცხალაიშვილი, კულტურის განყოფილების უფროსი ქეთევან ებრალიძე, კულტურის გაერთიანების უფროსი ადელინა კილაძე, გაერთიანების თანამშრომლები და სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძე ესწრებოდნენ, მონაწილეებმა მაყურებელს სიმღერებითა და ცეკვებით მოაწონეს თავი.
თითოეული ნომერი ქალისადმი იყო მიძღვნილი და დარბაზშიც ქალების სიმრავლე შესამჩნევი იყო.
ღონისძიების დასასრულს კი სუფსაში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სამახსოვრო სდაჩუქრები გადაეცათ.
საჩუქარი გადაეცა ასევე ღვაწლმოსილ ქალბატონებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია