- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 12:36
7 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ ტრადიციისამებრ, მოქალაქეები მიიღო.
მიღებას სოციალიურ საკითხთა სამსახურის უფროსი თამარ ფირცხალაიშვილი და მოქალაქეთა მიღების განყოფილების ხელმძღვანელი, ბუხუტი ბარამიძე ესწრებოდნენ.
გამგებელთან მიღებაზე მისულ ადამიანებს უმეტესად ერთჯერადი სოციალური დახმარების მიღება სურდათ. მათ განემარტათ, თუ რა პროცედურების გავლა და რა და რა სახის საბუთების შეგროვებაა საჭირო იმისთვის, რომ გამგეობის შესაბამისმა კომისიამ მათი საკითხი განიხილოს.
თითოეულ მოქალაქეს ბატონი ზაზა ურუშაძე შეძლებისდაგვარად დახმარებას დაპირდა.
შეგახსენებთ, რომ ყოველი კვირის სამშაბათი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მიღების დღეა.
