19 | 10 | 2017

სასკოლო ოლიმპიადა მაგიდის ჩოგბურთში

უკვე მეორე წელია, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხთა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტის განყოფილება სკოლებს შორის სპორტის ცხრა სახეობაში ოლიმპიადას ატარებს.
გუშინ და დღეს სასკოლო ოლიმპიადის მორიგი შეჯიბრი გაიმართა, ამჯერად უკვე მაგიდის ჩოგბურთში, 2000-2002 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის.
ვაჟებს შორის შეჯიბრში მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლის 80 მოსწავლე მონაწილეობდა.
აქ ადგილები ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი დაიკავა ჩოჩხათის საჯარო სკოლამ. ნიგვზიანის საჯარო სკოლა მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი მამათის საჯარო სკოლა გახდა.
გოგონათა შორის შეჯიბრში, სადაც 17 საჯარო სკოლის 68 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას პირველადგილოსანი აცანის საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ;
მეორე ადგილის მფლობელი პირველი საჯარო სკოლაა, ხოლო მესამე საპატიო ადგილზე ჩოჩხათის საჯარო სკოლის აღსაზღდელები გავიდნენ.
სასკოლო ოლიმპიადა ისევ გრძელდება და დარჩენილია სპორტის შვიდი სახეობა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა