18 | 12 | 2017

დედის დღე ქალაქის საბავშვო ბაღში

ქალაქის საბავშვო ბაღის (ხელმძღვანელი ლია დოიჯაშვილი) სასკოლო მზაობის ჯგუფმა დღეს თავიანთ დედიკოებს დედის დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.
ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებით პატარებმა არა მხოლოდ დედების, არამედ მოწვეული სტუმრების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
რაც მთავარია, პატარებმა უყვავილოდ არ დატოვეს არცერთი სტუმარი ქალბატონი. ბიჭებმა დედიკოებთან ვალსიც კი იცეკვეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ ტაბიძემ და სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემ მადლობა გადაუხადეს ბაღის ხელმძღვანელს, ბავშვებსა და აღმზრდელ-პედაგოგებს ამ ლამაზი დღისათვის და ყველა ქალბატონს დედის დღე მიულოცეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა