18 | 12 | 2017

საკრებულომ დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხების ირგვლივ იმსჯელა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების ირგვლივ იმსჯელეს. ✔ საკრებულოს გადაწყვეტლებით, ცვლილება შევიდა რეგლამენტში, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განაპირობა მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ, რომლის მიხედვითაც დაკონკრეტდა, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა/შეცვლა, დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ ინიციატივის განხილვა და შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენა უნდა მოხდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის სამინისტროში. ✔ საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №34 დადგენილებაში, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ . ✔ საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, რომლის მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განაკვეთები არ შეცვლილა და იგი განსაზღვრულია შემდეგნაირად: ა) ქალაქ ლანჩხუთის მიწის ნორმატირული ფასი შეადგენს 9.12 ლარს. ბ)ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნორმატიურლი ფასი შეადგენს 3.12 ლარს. გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლანჩხუთის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,28 ლარს. დ) სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყლამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრა ქ. ლანჩხუთის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 9,12 ლარს. ე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს), მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრა ქ. ლანჩხუთში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,56 ლარს. ✔საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ✔საკრებულომ მიიღო განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შევიდა ცვლილება - დაემატა ახალი ობიექტები. მას შემდეგ, რაც აუდიტის მიერ განისაზღვრება თითოეული ობიექტის ფასი, მოხდება მათი გადატანა ქონების პრივატიზაციის გეგმაში და შესაბამისად მოხდება მათი აუქციონზე გატანა. ✔ საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა 2017 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“. მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საჯარო მოხელეების უწყვეტი სწავლებისათვის ტრენინგების ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებულია მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვით ამ კუთხით ბიუჯეტში ასახულია სახელფასო ფონდის 1 %, რაც საერთო ჯამში შეადგენს 16 900 ლარს. ✔ დღის წესრიგით განსაზღვრულ დანარჩენ საკითხზე საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ✔ ,,სხვადასხვა“ საკითხების ფორმატში დეპუტატებმა სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა