23 | 10 | 2017

აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე მოვლენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ

აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე მოვლენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ 2013-2016 წლებში აკეთში 3 მლნ 437 308 ლარი დაიხარჯა. 2016 წლის 8-9 ივლისის სტიქიის შედეგად აკეთში სხვადასხვა დაზიანებული ობიექტების აღსადგენად გამოყოფილია 118 500 ლარი. ხოლო ამავე წლის 26-29 იანვარს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული გიორგი ქურიძის სახლის სახურავის შესაკეთებლად _ 3223 ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 643 620 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორცილებლად კი 418 118 ლარი დაიხარჯა. განსაკუთრებით ხაზი უნდა გავუსვათ იმ პროექტებს, რომლებიც აღნიშნულ წლებში აკეთში ჩატარდა: შიდა გზების რეაბილიატაცია _ 286 187 ლარი; შეკეთდა და რეაბილიტირდა ცხრა დიდი და ექვსი მილხიდი, რისთვისაც მთლიანობაში 157 621 ლარია დახარჯული; მათ შორისაა, ის ხიდი, რომელზე წერილშია საუბარი. აღნიშნული ხიდი კარგახანია მთლიანად რეაბილიტირდა. მოეწყო წყალმომარაგების სისტემა (30 574 ლარი); აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი (149 206 ლარი); და რაც მთავარია მდინარე სუფსაზე მოეწყო ნაპირსამაგრი, რომლის ღირებულებამ 1 995 000 ლარი შეადგინა. აღნიშნული ნაპირსამაგრი სწორედ აკეთელების მოთხოვნების საფუძველზე გაკეთდა, რადგან მდინარე სუფსამ არაერთხელ ულუკმაპუროდ დატოვა სოფლის მოსახლეობა. ის, რომ აკეთში არაფერი გაკეთებულა, ამას ვერ დავეთანხმებით და არც არასდროს ამ სოფლის მოსახლეობა დაუტოვებია ვინმეს უყურადღებოდ. რაც შეეხება კარიერს, ეს სახელმწიფო საკუთრებაა და ნებართვა მისი მოპოვების შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ავტობანის მშენებლობა მსოფლიო მნიშვნელობის პროექტია, რომელსაც თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა შეუწყოს ხელი, ეს ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაცაა, თუმცა აქვე დავსძენთ, რომ აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის ინტერესები.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა