26 | 06 | 2017

ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ეგ. ნინოშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობის 80 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა

2017 წლის 28 თებევრვალს ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ეგ. ნინოშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობის 80 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა. სცენარი და რეჟისურა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების მთავარ სპეციალისტს ქალბატონ ლია ურუშაძეს ეკუთვნის. საღამოს ორგანიზებაში მას კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები ედგნენ მხარში. ღონისძიების დაწყებამდე თეატრის შენობის ფოიეში გამოიფინა უნიკალური ფოტო მასალა, რომელიც ასახავდა ლანჩხუთის კულტურის ისტორიას. გამოფენას ხელმძღვანელობდნენ კულტურის ცენტრის ფოლკლორის განყოფილება და ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმი. ძნელია 80 წლის ნაღვაწი 2 საათში ჩაატიო, მაგრამ იმდენად ღრმა და შინაარსიანი წლებია არქივსა თუ მეხსიერებაში შემორჩენილი მეტი ლაკონურობა შეუძლებელი გახდა. მუსიკალური, ქორეოგრაფიული ანსამბლების, თეატრალურ დასთა თაობათა ცვლამ გულგრილი არ დატოვა მაყურებელი. წვეთ-წვეთად აკინძული თითოეული თარიღი ლანჩხუთის კულტურული ცხოვრებისა დიდი სითბოთი იყო მიტანილი მსმენელამდე და ერთად იმოდენა სიყვარული გადმოიღვარა სცენიდან, რომ იგი დიდხანს დაამახსოვრდება ძირძველ ლანჩხუთელებსა და ახალგაზრდა თაობას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია