18 | 12 | 2017

ლანჩხუთის კულტურის ცენტრში დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

3 მარტს ლანჩხუთის კულტურის ცენტრში დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა,რომლის სულისჩამდგმელი გია ქურიძის სახელობის ახალგაზრდული დასის ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა შაინიძე გახლდათ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალთა სახალხო ანსამბლი ,,აცაურა'',კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი, ვაჟთა ვოკალური გუნდი(მერაბ ჩხაიძე,კობა იმნაიშვილი,კახა და გოგიტა ჭანკნელიძეები ,ავთო კალანდარიშვილი),შალვა ორაგველიძე და ეკა კუკულაძე,სალომე გურგენაძე,ანანო რამინაშვილი,ქეთი ცინცაძე,გიორგი იმნაძისა და თამუნა მოისწრაფიშვილის მიერ შესრულდა (ნელი ტანგო),
არ შეიძლება არ აღინიშნოს ვაჟა ებრალიძე ,რომელიც დიდი სითბოთი და მოწიწებით წარსდგა მაყურებლის წინაშე.
სცენაზე გაზაფხულის სურნელი დააყენა ყოჩივარდებმა და ულამაზესმა ლექსებმა.
ღონისძიება მიჰყავდათ ნანა შაინიძესა და პოეტ პაპუნა ფირცხალაიშვილს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა