18 | 12 | 2017

მუშა შეხვედრა მუზეუმების ხელმძღვანელებთან

6 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ- გიორგი ხელაძემ ლანჩხუთში მოქმედი მუზეუმების ხელმძღვანელებთან მუშა შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე ესწრებოდა, მუზეუმების ხელმძღვანელების წინადადებები და მოსაზრებები მოისმინეს ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის დაარსებასთან დაკავშირებული განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ.
პროექტი, რომელიც მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში მემორიალურ სახლ-მუზეუმის დაარსებას ეხება, საკრებულოს სხდომაზე სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ- ია ჩხაიძემ წარადგინა. 
სახლ-მუზეუმის დაარსებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი საკრებულოს წევრების მონაწილეობით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა