26 | 06 | 2017

ბესიკ ტაბიძემ დედის დღე ომში დაღუპული გმირის დედას მიულოცა

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ტაბიძემ დედის დღე სოფეოლ არჩეულში, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, თამაზ ტყეშელაშვილის დედას, ქალბატონ ფოთოლას გურიის ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენლთან შოთა ფირცხალაიშვილთან და გამგებლის წარმომადგენელ- ირაკლი გუჯაბიძესთან ერთად მიულოცა. ქალბატონ ფოთოლას ყავავილები და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.
,,გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს ვულოცავ ყველა ქალბატონს, მომავალ დედებს. განსაკუთრებთ კი მინდა მივულოცო ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების გმირ დედებს. მინდა ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, სიკეთე და გამძლეობა. დიდ ვაჟას დავესესხები ,,ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა“, აღნიშნა ბესიკ ტაბიძემ. 
დღესვე ბესიკ ტაბიძე, გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და ადგილობრივი ხელისუფოლების წარმომადგენლები დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც ლანჩხუთის კულტურის სახლში გაიმართა. 
ღონისძიებამ თბილ გარემოში ჩაიარა, არაერთი ლამაზი სიმღერა შესრულდა, გულწრფელი სიტყვა ითქვა ქალბატონების, დედების მისამართით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია