17 | 12 | 2017

თეატრის 80 წლის იუბილე აღინიშნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის შენობის 80 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა.
იუბლესთან დაკავშირებით კულტურის სახლის ფოიეში გამოფენილი გახლდათ ლანჩხუთის კულტურლი ხცოვრების ამსახველი უნიკალური ისტორიული ფოტომასალა.
გამოფენას ხელმძღვანელობდნენ კულტურის ცენტრის ფოლკლორის განყოფილება და ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმი.
2 საათის განმავლობაში მაყურებელს საშაულება ჰქონდა ენახა შთამბეჭდავი ნომრები, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ: კულტურის ცენტრის მუსიკალური ბენდი ( მუსიკალური ხელმძღვანელები: გია იმნაიშვილი და ზაზა სიმონიშვილ), სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი „მხედრები“, კულტურის ცენტრის ბავშვთა ქორეოგრაფიული სახალხო ანსამბლი „იმედი“, ბავშვთა სიმღერის სახალხო ანსამბლ „იმედის“ ყველა თაობის მომღერალთა გუნდი შალვა ურუშაძის ხელმძღვანელობით, ხუხუნაიშვილების სახელობის საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი სკოლა.
გულთბილად გაიხსენეს ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ლანჩუთის კულტურის განვითარებაში. მაყურებელს საშუალება ჰქონდა კონცერტის მსვლელობისას ეხილა ფოტო და ვიდეო მასალა .
მაყურებლის გულწრფელი მოწონება დაიმსახურა ძველი და ახალი თაობის მსახიობების მეირ შესრულებულმა სცენებმა სპექტაკლებიდან: ,,ფირალები“, ,,თეთრი ბაირაღები“ და ,,სისხლი“ . 
სცენარი და რეჟისურა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების მთავარ სპეციალისტს ქალბატონ ლია ურუშაძეს ეკუთვნოდა. 
თეატრის საიუბილეო საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა