21 | 08 | 2017

სოციალურ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 2 საკითხზე იმსჯელეს.
კომისიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2016 წელს გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში ამავე სამსახურის უფროსისგან მოისმინა.
თამარ ფირცხალაიშვილმა სამსახურის მიერ გასულ წელს განხორციელებული პროგრამების შესახებ ისაუბრა. სამსახურის მიერ წარმატებით განხორციელდა 12 სოციალური და 13 სოც-კულტურული პროგრამა.
რაც შეეხება სოც-კულტურულ პროგრამებს, მის ფარგლებში განხორციელდა შემოქმედთა წახალისების, ტრანსპორტირების, სპორტსმენების წახალისების, ახალგაზრდული სპორტის ტურნირების მხარდამჭერი და სხვა პროგრამები.
კომისიამ ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ - სამუშაო გეგმით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგები მოისმინა. 
აღნიშნულმა კომისიამ მონიტორინგი გასულ კვირას განახორციელა, როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, სასადილოში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. არის რიგი პრობლემები, რაც მოგვარებადია. 
სხდომის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ ასევე წერილები განიხილა, რომელიც კომისიამ მოქალაქეებისგან მიიღო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია