18 | 12 | 2017

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, საკრებულოს წევრთა მოთხოვნითა და გამგებლის წინადადების საფუძველზე გაიმართა.
დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
,,დღის წესრიგში შეტანილია ის საკითხები, რომლის მიღებაც კანონის მოთხოვნას წარმოადგენს, კერძოდ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჭიროა 1 აპრილამდე გარკვეული ნორმატიული აქტების დამტკიცება, ამიტომ მიზანშეწონილია დავიწყოთ ადმინისტრაციული წარმოება“, აღნიშნა სხდომის თავმჯდომარემ, გიორგი ხელაძემ. 
აღნიშნული ნორმის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოებს დაევალათ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის, სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის, დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების, დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტებისა და დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავებისა და დადგენის მიზნით, 2017 წლის 1 აპრილამდე შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება.
გარდა ამისა, საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო შემდეგ საკითხებზე: 
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“;
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა