28 | 06 | 2017

გარემოს დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე ლანჩხუთში

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა ესტუმრა.
სტუმრობის მიზანი მუნიციპალიტეტის გამწვანება იყო.
სტუმარმა და მასპინძლებმა რკინიგზის სადგურთან მდებარე სკვერში 100 ნერგი დარგო, ძირითადად, კაკალი და ასევე ნაძვიც.
როგორც ბატონმა კახაბერმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილი აქვს გამწვანების აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატაროს. საგულისხმოა, რომ ამ მხრივ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი პირველი აღმოჩნდა, საიდანაც დაიწყო ქვეყნის გამწანების აქცია.
"გამწვანება მართლაც ერთ-ერთი პრიორიტეტია, კარგია, რომ ლანჩხუთი ამ საქმეში პირველი აღმოჩნდა" - განაცხადა კახა კუჭავამ. სტუმარმა აქტიური მონაწილეობა მიიღო კაკლის ხის დარგვის პროცესში.
"მისასალმებელია ასეთი აქციები და მიხარია, რომ ჩვენ პირველები ვართ" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
აქციის ფარგლებში სულ ასი ძირი სხვადასხვა ჯიშის ხის დარგვაა დაგეგმილი და ხეები გარდა ზემონახსენები სკვერისა, ეგნატე ნინოშვილის სახელობის სკვერშიც დაირგვება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია