23 | 10 | 2017

მყარ ნარჩენებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც ბატონმა ნუგზარმა განაცხადა, შეხვედრის მიზანი მყარი ნარჩენების ხუთწლიანი გეგმის პროექტი გახლდათ. შეხვედრას ექსპერტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი აკაკი ფანჩულიძე და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ყველა იმ საჭირო საკითხის განხილვა მოხდა, რომელიც პროექტში სამომავლოდ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა