16 | 12 | 2017

: „ლაბუს“ წარმატება

ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლის გუნდი „ლაბუ“ ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცხადებული კონკურსის (ინტელექტუალური თამაშის „რა?სად?როდის?“) რეგიონული ტურნირის გამარჯვებული გახდა.
10 მარტს საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გუნდები საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაეჯიბრნენ ერთმანეთს. „ლაბუ“ ამჯერად ოცეულში მეხუთე ადგილზე გავიდა. მოსწავლეთა ტრანსპორტირება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა დააფინანსა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მესამე საჯარო სკოლას ულოცავს ამ გამარჯვებას, წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს პედაგოგებსა და მათ აღსაზრდელებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა