18 | 12 | 2017

გაზეთ "ლანჩხუთის მოამბის" მიმდინარე წლის #11-ში გამოქვეყნდა ნარგიზ ჩხაიძის წერილი სათაურით "მოცეკვავე ფილები"ს პასუხად

გაზეთ "ლანჩხუთის მოამბის" მიმდინარე წლის #11-ში გამოქვეყნდა ნარგიზ ჩხაიძის წერილი სათაურით "მოცეკვავე ფილები".
როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის გაშუქებულა, წერილის ავტორი არ ფლობს ინფრომაციას ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
მკითხველებს გვინდა შევახსენოთ, რომ ქალაქის ცენტრში მიმდინარე პროექტი, რომელიც გასულ წელს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს, 708 888 ლარის ღირებულებისაა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ფილაქნების დაგება, ბორდიურების დამონტაჟება, სკვერების კეთილმოწყობა და ასე შემდეგ. 
გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ქალაქში იგება 3 ათასი კვ.მ. ფილა. ამ მომენტისთვის ხარვეზია მხოლოდ 30 კვ.მ.ზე. 
"სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, ობიექტი ჯერ ჩაბარებული არაა. გვინდა დავამშვიდოთ ჩვენი თანამოქალაქეები. სამუშაოების დასრულებამდე ყველა ხარვეზი აღმოიფხვრება" - განაცხადა ლევან ჩხაიძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა