28 | 06 | 2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგნელებმა შეხვედრა გამართეს

დღეს ლანჩხუთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსევისცენტრის წარმომადგენლები გიორგი სირაბიძე, რომან ჩხაიძე და თეონა მეგრელაძე იმყოფებოდნენ.
მათ დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს მრავალწლიან კულტურათა ნერგების მრავალსახეობა (ციტრუსი, ვენახი (ცოლიკაური, ჩხავერი, ციცქა), ასევე ისაუბრეს თესლოვან კულტურებზე.
როგორც სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღიშნული ნერგების გაყიდვა შემოდგომაზე დაიწყება.
შეხვედრას ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგნელები ესწრებოდნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია