22 | 08 | 2017

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა კალათბურთში

სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა ამჯერად უკვე კალათბურთში ჩატარდა და მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის ცხრა საჯარო და ერთი კერძო სკოლა იღებდა.
დაძაბულ შეხვედრებში, რომელიც სასულიერო გიმნაზიის სპორტულ დარბაზში გაიმართა, პირველ ადგილზე სწორედ გიმნაზია გავიდა, მეორე საპრიზო ადგილი ნიგვზიანის საჯარო სკოლამ დაიკავა, ხოლო მესამე საჯარო სკოლა მესამეადგილოსანი აღმოჩნდა.
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა იღებს. ოლიმპიადა9 სპორტულ სახეობაში მიმდინარეობდა. აქედან უკვე ჩატარებულია შეჯიბრი ხუთ სახეობაში. დარჩენილია ხელბურთი, ბადმინტონი, მხიარული სტარტები და ფეხბურთი.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია