24 | 06 | 2017

გამგებელმა ბაღების მშენებლობა მოინახულა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსთან, ნუგზარ ბოლქვაძესთან ერთად ბაღების მშენებლობა მოინახულა.საბავშვო ბაღებისთვის ახალი შენობების მშენებლობა მიმდინარეობს ლესასა და ჩოლობარგში, ხოლო შუხუთში არსებულ შენობას კაპიტალური რემონტი უტარდება.
სამშენებლო სამუშაოებს შპს "დაბმა" აწარმოებს და საერთო ღირებულება მილიონ 78 720 ლარია, აქედან ლესის ბაღისთვის გამოყოფილია - 449 381 ლარი, ჩოლობარგში - 363 326, ხოლო შუხუთისთვის - 265 563 ლარი.
სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს.
ამასთან, აღვნიშნავთ, რომ შუხუთის ბაღი გათვლილია 6 ჯგუფზე ლესა - სამ, ხოლო ჩოლობარგი ორ ჯგუფზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია