21 | 08 | 2017

გოგონებს შორის კალათბურთში პირველმა საჯარომ იმარჯვა

პარასკევს, 17 მარტს ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის სპორტულ დარბაზში ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადა კალათბურთში, ამჯერად უკვე გოგონათა შორის და მასში მუნიციპალიტეტის რვა სკოლა მონაწილეობდა.
მატჩები საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. საბოლოოდ კი ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი ქალაქის პირველმა საჯარო სკოლამ დაიკავა; მეორეზე მასპინძელი სასულიერო გიმნაზია გავიდა, ხოლო ჩოჩხათის საჯარო სკოლა მესამე ადგილოსანი გახდა.
გამარჯვებულებს, ტრადიციისამებრ, გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ მედლები, სიგელები და თასები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ სასკოლო ოლიმპიადამ სტარტი ერთი თვეა აიღო და მასში მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მონაწილეობს. ოლიმპიადა სპორტის ცხრა სახეობაში ტარდება და აქედან ამჯერად მხოლოდ ოთხია დარჩენილი: ბადმინტონი, ხელბურთი, ფეხბურთი და მხიარული სტარტები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია