20 | 10 | 2017

ფრაქციის სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის“ სხდომაზე, რომელსაც ელგუჯა ჩხაიძე უძღვებოდა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს.

საკითხების განხილვას, რომელებიც საბავშვო ბაღებში განსახორცილებელ ცვლილებებს ეხებოდა, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე, ა(ა)იპ ,,სკოლამდელი საგანათლებლო- სააღმზრდელო ცენტრის“ დირექტორი დავით წულაძე და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. 
ფრაქციამ მოწვეულ სტუმრებთან ერთად აღნიშნული საკითხის ირგვლივ იმსჯელა. 
ფრაქციის რეკომენდაციაა, რომ უმჯობესია, ბაღები ცალ-ცალკე ა(ა)პებად ჩამოყალიბდეს, რომელსაც მონიტორინგი სააღმზრდელო ცენტრი გაუწევს, რომელიც ისევ ა(ა)იპ-ად უნდა დარჩეს.

ფრაქციამ განიხილა საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ . 
ფრაქციის კითხვებს აღნიშნულ საკითხზე გამგეობის სოცილაური სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვილმა უპასუხა.

ფრაქციამ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა