26 | 06 | 2017

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში აღინიშნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

მაჩხვარეთის საბავშვო ბაღმა (ხელმძღვანელი თამუნა კერესელიძე) დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. პედაგოგმა ნათია ქინქლაძემ მოწვეულ სტუმრებს ორი ასაკობრივი ჯგუფის ლამაზი ღონისძიება წარმოუდგინა.
პატარებმა დარბაზში მყოფ ადამიანებს თავი მოაწონეს. მათ შექმნეს აპლიკაციები, ნახატები და გვითხრეს, რომ ჩვენ ყველა ერთნი ვართ. ბავშვებს ნახატების შექმნაში მხატვარი თამაზ ჩხაიძე დაეხმარა.
უნდა ითქვას, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში აღინიშნა.

საჯარო ინფორმაცია