24 | 08 | 2017

ბიურომ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა

გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა. ბიუროს წევრებმა იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შევიდა. სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურების მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები მოისმინეს. წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად იქნა მიღებული. სხდომას გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და გამგეობის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები შემდგომი განხილვისათვის გადაეგზავნა საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა 31 მარტს 11.00 საათზე გაიმართება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია